ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

„აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი, რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ ოჯახები ბავშთა საჭიროებებისთვის გამოყოფილ სახელმწიფო თანხებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხი.

ყურადღება დაეთმო ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს.