ქალები პოლიტიკაში და საზოგადოებაში, – ასე ქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოში გერმანიის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ყოფილი გერმანელი მინისტრი, ადამიანის უფლებების და კერძოდ ქალების როლის გაძლიერების მიმართულებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. თავად ჰოიზერის შეფასებით, ქალთა გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სახელმწიფოს ხელშეწყობაა.