საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ქალების როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში – ეს იყო მთავარი თემა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა.

სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალები პრეზიდენტმა ერთ სივრცეში ერთი იდეით შეკრიბა – ქვეყნებს შორის თუ შიდა კონფლიქტების დარეგულირებაში ქალების ჩართულობა უნდა გაიზარდოს. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ომების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებიც, რომლებიც დევნილებად იქცნენ. მონაწილეებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც მიმართეს. სხვადასხვა პანელზე მიმდინარე დისკუსიების დროს მონაწილეებმა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის – გენდერული ნიშნით ძალადობის დაძლევის გზებზეც იმსჯელეს.