„ქალები პოლიტიკაში-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება“- გამოფენა პარლამენტში

ქალები პოლიტიკაში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება – ამ სახელწოდებით გამოფენა საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

წარმოდგენილი იყო 1918- 1921 წლებში პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების ისტორიები. ქალების აქტივობების დამადასტურებელი ჩანაწერები და პუბლიკაციები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ უმასპინძლა.