მწერალთა სახლში პროფესიული განათლებისა და ქალთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ შემეცნებითი დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი, პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვა იყო. ყურადღება გამახვილდა ქალთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.