საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს. მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რას-ალ-ხაიმას ამირთან საქართველოში კერამიკული ინდუსტრიის განვითარებაზე შეთანხმდა.
რას-ალ-ხაიმა, სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო „რაკიას“ მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მას ქვეყანაში 400 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა რას-ალ-ხაიმას ამირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.