დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს შეხვდა. შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.