დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიცია

საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, ამერიკის შესაბამისი უწყების მხრიდან, ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც რამდენიმე მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას დაედო საფუძვლად. რაც შეეხება სამართლებრივი დავის დაწყებას, როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ირაკლი შენგელიასთან ერთად, რამდენიმე მოსამართლე უახლოეს პერიოდში გეგმავს აღნიშნული დავის წარმოების დაწყებას.