ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი

ოპოზიცია მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს.

სარჩელზე მუშაობა დაიწყო. სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გარშემო მიმდინარე პროცედურული ომი სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს. ოპონენტები ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს. სარჩელში მათი მთავარი საყრდენი კონსტიტუციის 42-ე მუხლია, რომლის მიხედვით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად დეპუტატთა ერთი მესამედის ხმებია საჭირო. თუმცა, ოპოზიციის მობილიზების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უკვე მეორე კვირაა, კენჭისყრამდეც ვერ გადის.

თეონა მანაგაძე არკვევდა, რა ბერკეტებით აპირებს ხელისუფლება ინიციატივის ჩაგდებას, ოპოზიცია კი საკითხის კენჭისყრაზე გატანას.