საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

შეიქმნება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, – ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ოპოზიცია დღეს ისევ მოითხოვს. საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში არ არის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ და თავად რეგისტრაცია გაიარონ. მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს, კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და მიზეზად ოპოზიციის მხრიდან სასამართლოში დესტრუქციული მიზნების განხორციელებას ასახელებს.