ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს აღარ დაიცავს. უფლებადამცველის განცხადებით, კონტრაქტი მან დამქირავებელთან საკუთარი სურვილით შეწყვიტა, ვინაიდან, როგორც ამბობს, ქუმსიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, საქმე დაცვის სტრატეგიას არ ეხება და მას დიმიტრი ქუმსიშვილის უდანაშაულობის დღემდე სჯერა.