პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც დიმიტრი გაბუნიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე დაიწყო. პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.