დიმიტრი ცინცაძის ფონდის ორგანიზებით თბილისში, ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო საღამო გაიმართა.
ორგანიზაციის ინიციატივით, ფონდის შვილობილ 100-მდე ბავშვს, რომელთა ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი ისევ გადის მკურბალობის კურსს, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
შვიდი წლის განმავლობაში დიმიტრი ცინცაძის ფონდი მკურნალობაში ლეიკემიითა და სიმსივნით დაავდებულ 400-მდე ბავშვს დაეხმარა. ფონდმა 3 მილიონ ლარამდე თანხის შეგროვება შეძლო, რაც სრულად დაიხარჯა ბენეფიციარების მკურნალობაზე.