საქველმოქმედო განცხადება 

საზოგადოების დახმარება 35 წლის მოჭადრაკეს, გიორგი გამზარდიას სჭირდება.

ფიდეს ოსტატს, ორი თვის წინ მწვავე მიელოდიური ლეიკემია დაუდგინდა. მას თურქეთში ქიმიოთერაპიის ორი კურსი უკვე ჩაუტარდა, ახლა კი ძვლის ტვინის სასწრაფო ტრანსპლანტაცია ესაჭიროება, რისი სახსრებიც ოჯახს აღარ აქვს. საუბარია 62 000 დოლარზე, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა შეგროვდეს. ყველას, ვისაც აქვს გიორგი გამზარდიას დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.