მანანა მახარობლიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

 38 წლის მანანა მახარობლიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ექიმებმა მას ორი თვის წინ მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს. ახალგაზრდა ქალს ლეიკემია აქვს. მანანა მახარობლიძე ამჟამად მკურნალობის კურსს გადის, აუცილებელია ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

38 წლის მანანა მახარობლიძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.