საქველმოქმედო განცხადება

18:38, 24.04.2024

საზოგადოების დახმარება 33 წლის ირაკლი ვაშაყმაძეს სჭირდება. რამდენიმე დღის წინ მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდასტურდა. ოჯახის ცნობით, ის ექიმების მოთხოვნით სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს პირველადი გამოკვლევებისა და გადაუდებელი მკურნალობის დასაწყებად. კლინიკის ინფორმაციით, ირაკლის გამოჯანმრთელებისთვის 200 000 დოლარია აუცილებელი. ოჯახს არ აქვს ამხელა ფინანსური რესურსი და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.
ყველას, ვისაც აქვს ირაკლი ვაშაყმაძის დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.

მსგავსი