საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეს სჭირდება.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ 38 წლის ბაკო გიდელიას მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. ახალგაზრდა კაცს მკურნალობის პირველადი კურსი თბილისში ჩაუტარდა. ამჟამად მას თურქეთის კლინიკაში ქიმიოთერაპია უტარდება. მკურნალობას მოჰყვა დადებითი დინამიკა. გაჩნდა იმედი, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა ბაკო გიდელიას შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. ოჯახს აღარ აქვს ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 68,500 ამერიკული დოლარი ღირს. ყველას ვისაც აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.