დღეს დილიდან მთაწმინდის პარკი ჩაის მოყვარულებს მასპინძლობდა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა, საკუთარი პროდუქცია დააგემოვნებინეს.
20-მდე კომპანიამ დამთვალიერებელს ჩაის გარდა, თაფლის განსხვავებული სახეობებიც შესთავაზა. ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ ტარდება, მიზანი მწარმოებელთა მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.