თაფლის ფესტივალი თბილისში

მთაწმინდის პარკში თბილისის თაფლის ფესტივალი გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მთაწმინდის პარკში მისულ სტუმრებს ქართული თაფლის შეძენისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. თბილისის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თაფლი თავისი მრავალფეროვნებით, მასშტაბებითა და წარმატებებით, რომელსაც ამ სექტორმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მიაღწია. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაა.