„იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა გარდაბანში

21:38, 26.11.2026

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი და ინვესტიცია. კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს” წარმომადგენლობამ დაგეგმილი 6,5 მილიარდიანი პროექტის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გამართა.

მოსახლეობასთან შეხვედრა გარდაბანში შედგა. მრავალფუნქციური კომპლექსი „თბილისი ვოთერფრონთ“  634 ჰექტარზე, მტკვრის ორივე სანაპიროზე, სწორედ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. მოსახლეობის შეკითხვები ძირითადად ახალ სამუშაო ადგილებს და ბინების ხელმისაწვდომობას შეეხებოდა. რაც შეეხება პროექტის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საქართველოში ე.წ. არაბული ქალაქის საფრთხეზე საუბრობენ და დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ბინების მხოლოდ ერთი პროცენტია გაყიდული არაბული ქვეყნების მოქალაქეებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მშენებლობის არეალში არსებულ ძველი ეკლესიის ნანგრევებს უკავშირდება. მთავრობასა და „იგლ ჰილსს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, ადგილზე ახალი ტაძარი აშენება გადაწყდა. განხილვა პროტესტის ფონზე წარიმართა, აქტივისტების მცირე ჯგუფმა, დაგეგმილი მშენებლობა, შენობის გარეთ გააპროტესტა. უმსხვილესი ინვესტიცია და გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – ნახეთ მაკა არჩევნიშვილის სიუჟეტში.

მსგავსი