მეფუტკრეობის ბაზრობა

მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა დედაქალაქში. გამოფენა-გაყიდვა ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ ინიციატივით მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებული თაფლი. ღონისძიების ბოლოს მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსია გაიმართა.