ნაყინის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში ნაყინის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მწარმოებლები მონაწილეობენ. ნაყინის დაგემოვნების პარალელურად, პარკში მისულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში ნევერლენდის ანიმატორებთან ერთად, სხვადასხვა სახალისო თამაშში შეეძლებათ ჩართვა. მოეწყობა დრამერების შოუ, 18 საათზე კი ღონისძიებას ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ დაასრულებს.