დილიდან მთაწმინდის პარკი ჩაის მოყვარულებს მასპინძლობდა

დღეს დილიდან მთაწმინდის პარკი ჩაის მოყვარულებს მასპინძლობდა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა, საკუთარი პროდუქცია დააგემოვნებინეს.

20-მდე კომპანიამ დამთვალიერებელს  ჩაის გარდა, თაფლის განსხვავებული სახეობებიც შესთავაზა.  ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ ტარდება, მიზანი  მწარმოებელთა მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.