უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა. შეფერხდა საგზაო მოძრაობა. რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სარკინიგზო მიმოსვლაც გართულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მატარებლები ვერ მოძრაობდნენ. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შეიქმნა ელექტრომომარაგების მხრივაც. თოვას და დაბალ ტემპერატურას სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.
როგორია ბოლო მონაცემები სტიქიის ზონებიდან – ნახეთ რეპორტაჟი რეგიონებიდან.