დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის 22-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
ბინათმენაშენეთა კოოპერატივის წარმომადგენლები ადვოკატ მამუკა ტუსკაძესთან ერთად შეიკრიბნენ. იურისტის განცხადებით, კორპუსი, რომელშიც დევნილები უნებართვოდ შესახლდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ეკუთვნის.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ბინებში მათ თანხა აქვთ გადახდილი და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ, თუმცა სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან იქ იძულებით გადაადგილებული პირები არიან შესახლებულები.
დიდი დიღმის მცხოვრებლები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს აქციის მონაწილეებსა და დევნილებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.