ქართული დიასპორის ხელშესაწყობად ჩატარებულ კონკურსებში დღეს გამარჯვებულები გამოავლინეს. საგრანტო პროგრამების მიზანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა და სათვისტომოების გაძლიერებაა. პროგრამის კიდევ ერთი მიმართულება ქართული ფოლკლორისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა, რაშიც სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ ქართულ საკვირაო სკოლებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. 43 გამარჯვებული დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დააჯილდოვეს.