დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. 25 თებერვალი სწორედ რუსულ აგრესიას უკავშირდება. 1921 წელს, სწორედ ამ დღეს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. კოჯორში, გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა., სადაც იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის  წარმომადგენლები.