დღეს კვირაცხოვლობაა. სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და თომას კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწმინდესმა განმარტა, რომ დღევანდელი დღე აღდგომის დღესასწაულის გამეორებაა.
წირვას პატრიარქის ინიციატივით, წმინდა სინოდის წევრებიც დაესწრნენ. დღესვე პატრიარქმა ოთხი გვარი დალოცა.