დღეს ჯვართამაღლებაა.
უწმინდესმა სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგების დროს 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაცემას ამაღლება მოსდევს.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარაკლისი გადაიხადა.
ტაძარში დაბრძანებული იყო წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტაძრებში შემოატარეს.