დღეს და ხვალ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნალექიანი ამინდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება 3 მარტს დღის პირველ ნახევრამდე.
დღის მეორე ნახევრიდან, ნალექი შესუსტდება, თუმცა იქროლებს ძლიერი ქარი. გაუარესებული ამინდის გამო, გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე, თუმცა, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.