დღეს და ხვალ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

15:14, 02.03.2019

დღეს და ხვალ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნალექიანი ამინდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება 3 მარტს დღის პირველ ნახევრამდე.

დღის მეორე ნახევრიდან, ნალექი შესუსტდება, თუმცა იქროლებს ძლიერი ქარი. გაუარესებული ამინდის გამო, გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე, თუმცა, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მსგავსი