დევნილთა აქცია

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი უწყების მიერ შემოთავაზების პირობებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, საცხოვრებელი კორპუსის აშენებამდე, დროებით, ქირით გასვლა მათთვის მიუღებელია, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ქირის გადახდა რამდენიმე თვის შემდეგ შეწყვიტოს.

დევნილი ოჯახები არც ალტერნატიულ შეთავაზებას ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი 550 დოლარი იქნება. პროტესტის მონაწილეების თქმით, ეს თანხა საკმარისი არ არის. სამინისტროსთან შეკრებილმა დევნილმა ოჯახებმა მინისტრის სახელზე დღეს განცხადებაც შეიტანეს.