მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურებიან დეპუტატები. საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას მოემსახურება. ოპოზიცია კი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს.