დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებული შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მას სახალხო დამცველი არ შეხვდება.
მიხეილ რამიშვილმა დეკანოზი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ მან განაცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სამედიცინო დახმარების მიღება კი მიზანმიმართულად აქვს შეზღუდული. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ადვოკატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. რამიშვილის თქმით, გადაწყვეტილება დეკანოზისთვის მოსალოდნელი იყო, რადგან პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის.