დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის საპასუხოდ უზენაეს სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა
პროკურატურის საპასუხოდ, უზენაეს სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატმა.
ბრალდების მხარე დეკანოზისთვის ანგარების ნაწილში ბრალის დამძიმებას მოითხოვს. მამალაძის უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ და ითხოვენ, არ გაითვალისწინოს პროკურატურის სარჩელი.
ადვოკატის განცხადებით, ანგარების ნაწილში მსჯავრდებული მღვდელი უდანაშაულოა, ისევე როგორც მთლიანად ე.წ. ციანიდის საქმეში.