დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

იყო თუ არა საპატრიარქოში საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, უცნობია. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ილია მეორესთან იუბილეს მისალოცად იმყოფებოდა, საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტი საშობაოდ უნდა გამოსცეს. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია და გადაწყვეტილება ახლა სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს.