დედაქალაქის მთავრობის სხდომა

ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისში პირველი აგვისტოდან, დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე ამოქმედდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საერთო ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე სივრცეზეა შესაძლებელი ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად. მერის თქმით, პარკირება ახლად დამატებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება.