ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ – დღეს იქ არჩევნების მეორე ტური იმართება. გახსნილია ე.წ. 76 უბანი. მათგან ოთხი რუსეთის, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქებში, თითო მოსკოვსა და სოხუმში და ორი ვლადიკავკაზში. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები საარჩევნოდ და სადღესასწაულო დღეებში საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის კი ორი კანდიდატი იბრძვის, ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე, ალან გაგლოევი. დე ფაქტო ცესკო-ს მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 32 000-ზე მეტი „ამომრჩეველია“ რეგისტრირებული.