გელათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, ახლა დრენაჟის მოწყობის პროცესი იწყება.
მისივე განცხადებით, ტაძარი სრულად დაცულია ატმოსფერული ნალექებისგან. რაც შეეხება მთავარ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, მიმდინარეობს შიდა ინტერიერში ხარაჩოების მოწყობის პროცესი.