2009 წელს მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და აცხადებს, რომ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს ჩადენილი დანაშაულებისთვის. ის ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ დაუშვას ქვეყანაში არეულობა. ლია კრიალაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულ მოქმედებას აგრძელებს და მმართველმა გუნდმა მოსალოდნელი ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა აღკვეთოს. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს ეხმიანება სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი. მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მშვიდ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევს.