სააკაშვილის საქმე - გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილს აკისრებს შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ბუტა რობაქიძის დედა.

ია მეტრეველის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისთვის მიხეილ სააკშვილის დაკავება ძალიან დაგვიანდა, თუმცა ახლა მან სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანა სააკაშვილის სერიოზულ პროვოკაციებს გადაარჩინა. რაც შეეხება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს – პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობაში მთავარი დამნაშავე ექს-პრეზიდენტია. თუ მიხეილ სააკაშვილი დატოვებს საპატიმროს, ის საპროტესტო აქციებს აანონსებს.