ლია კრიალაშვილის განცხადება

გია კრიალაშვილის და, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ლია კრიალაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, გია კრიალაშვილის საქმეში იკვეთება არამარტო ვანო მერაბიშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის და იმ სპეცრაზმელების ბრალეულობა, რომლებიც მისი თქმით, ასრულებდნენ არაკანონიერ ბრძანებას. საუბარია ე. წ. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაზე, რომელიც თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა და რასაც გია კრიალაშვილი ემსხვერპლა.