„დაზაფრული ატლანტები“ - ნიკოლას მელინის წიგნის წარდგენა

მწერალთა სახლში ესპანელი მწერლისა და გამომცემლის, ნიკოლას მელინის წიგნის –„დაზაფრული ატლანტების“ პრეზენტაცია გაიმართა. რომანი ესპანურიდან ქართულად მაკა გოგოლაშვილმა თარგმნა. წიგნის სიუჟეტი ორი ახალგაზრდა ქალის რთულ ცხოვრებასა და იმ მიზეზებზე მოგვითხრობს, რის გამოც, მათ ურთიერთობას ბზარი უჩნდება. ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე.