კითხვა რომელიც ბოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გაჩნდა – კარგია თუ ცუდი როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან და როგორ აისახება ეს პროცესი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე? ყველა საკადრო ცვლილებას მთავრობა უფრო ეფექტიანი მართვის მოტივით ხსნის, მოსახლეობა კი მისთვის სასარგებლო სიახლეს ელოდება, თუმცა ასევე საინტერესოა რა ბედი ეწევათ დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებსა და სტრატეგიებს, რომლებზე მუშაობაც უკვე წასული მინისტრების დროს დაიწყო?
ამ კითხვაზე პასუხს თამუნა წიკლაური ეძებდა.