ქანდაკებები და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც საგამოფენო სივრცეში არასდროს გამოფენილა.
82 წლის ქართველი მოქანდაკის და პედაგოგის ნამუშევრები მისმა მოსწავლეებმა ერთად შეკრიბეს და არტ-გალერეაში წარმოადგინეს. თუმცა რუსუდან გაჩეჩილაძე პირველი პერსონალური ექსპოზიციის გახსნას არ დაესწრო. შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში მას არაერთი საინტერესო პორტრეტი აქვს შექმნილი. მიუხედავად ამისა, თავმდაბლობის გამო სკულპტურები წლების მანძილზე სახელოსნოში რჩებოდა.