2021 წლის ოთხი თებერვალი გამორჩეულ თარიღად ჩაიწერება საქართველოს პირველი არხის ისტორიაში. ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს დღეს ტელევიზიამ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. ცერემონია მთაწმინდის ანძასთან გაიმართა, იქ, სადაც ტელეხედვის სტუდია იყო და სადაც პირველი ქართული ტელევიზიის ისტორია დაიწყო. მოამბის და არაერთი გადაცემის ლეგენდარული წამყვანი, დღესაც პირველი არხის თანამშრომელია. „ეს ვარსკვლავი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა”-ამბობს ადამიანი, რომელმაც ყველასგან გამორჩეული ხმით, გადაცემების წაყვანის სტილით, პროფესიონალიზმითა და ინდივიდუალიზმით საყოველთაო პოპულარობა და მაყურებლების განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა.
დღევანდელი ცერემონიით, 2013 წელს დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა. დავით სოკოლოვის ვარსკვლავი ლია მიქაძის, ჯულიეტა ვაშაყმაძის, ალექსანდრა მაჭავარიანის, ჟანეტა არჩვაძის, თენგიზ ნათაძის და ნუგზარ ჯუღელის ვარსკვლავების გვერდით იქნება.
მოამბე