დავით კირკიტაძის მიმართვა

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს. დავით კირკიტაძე რუსთაველებს უკეთესი მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და საკუთარ დაპირებებს უზიარებს. კირკიტაძის განცხადებით, მისი მერობის შემთხვევაში, 15 ათასი რუსთაველი ოჯახი მიიღებს მიწის ნაკვეთს და დაუკანონდებათ ის საკუთრება რომელიც მათ მფლობელობაშია, ასევე იზრუნებს, რომ სკოლის მოსწავლეებს უფასო კვება ჰქონდეთ.