დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მოითხოვდა, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. დღევანდელ პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ბრალდებას, არ აპირებდა ფარსში მონაწილეობას და პროტესტის ნიშნად ტოვებდა დარბაზს.

პროკურატურამ 2021 წლის 24 ოქტომბერს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი