თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე იკითხება. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მოწმე ლევან წურწუმია 2006-2007 წლებში კომისიის წევრი იყო. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებს ძირითადად ამ პერიოდის გადაწყვეტილებებზე ედავებიან. მიხეილ სადრაძის განმარტებით, მოწმე დაადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ.