ვითარება დავით გარეჯში ამ დრომდე უცვლელია. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის ტერიტორიაზე, კერძოდ აღდგომის ტაძარში გუშინ იმყოფებოდა. მას შემდეგ კი სასულიერო პირები კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ ტაძარში აღარ ყოფილან.
რაც შეეხება ჯაღმაიძის განმარტებებს, მონასტრიდან გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესის პირველი ეტაპი, რათა ვითარება გამოსწორდეს და აღდგეს სტატუს კვო. მისივე თქმით, ახალი კომისია გაცილებით ეფექტიანად მუშაობს.